https://www.youtube.com/watch?v=sy-6OyT8a18&index=3&list=PLB_gnsdi0nekYGXhzroUvYb2RmZobYyES
id=5432&lang=geo#.VGy_3IyTdTg.facebookhttps://www.google.com/maps/d/viewer?mid=zcWY7_2X8gxg.kS_C1-YM28d0&usp=sharing
id=5432&lang=geo#.VGy_3IyTdTg.facebookhttps://www.google.com/maps/d/viewer?mid=zcWY7_2X8gxg.kS_C1-YM28d0&usp=sharing
გაკვეთილების ცხრილი სამასწავლებლო გაკვეთილების ცხრილი გაგებისა და ანალიზის მარტივი სქემები ავტორი: მაია ინასარიძე გააზრებული კითხვისა და წერის უნარის განვითარება არ არის მხოლოდ მშობლიური ენის, როგორც საგნის, მიზანი. ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგანი. არსებობს უნივერსალური სტრატეგიები, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ საგანში ეფექტიანია. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგია - „დაკარგული სიტყვები" - წინა სტატიაში შემოგთავაზეთ. ამჯერად გთავაზობთ კიდევ ერთს - გაგებისა და ანალიზის მარტივ სქემებს. ეს სქემები წარმოადგენს ერთგვარ ტრაფარეტს, რომელიც: ააქტიურებს ახლად ათვისებულ ინფორმაციას. აძლევს მოსწავლეს საშუალებას, შეაჯამოს მოსაზრებები წაკითხულის შესახებ. აჩვევს სტრუქტურირებულ მსჯელობას. აძლევს მოსწავლეს საშუალებას, გამოყოს მთელისაგან ნაწილი და, პირიქით, გაამთლიანოს მიღებული ინფორმაცია, განასხვავოს მნიშვნელოვანი ნაკლებ მნიშვნელოვნისაგან. უადვილებს აზრის მოკლედ და ლაკონიურად ჩამოყალიბებას. ავითარებს წერითი მეტყველების უნარ-ჩვევებს. აძლიერებს მოტივაციას. გაგებისა და ანალიზის მარტივი სქემების საშუალებით შეიძლება პერსონაჟის დახასიათება/პერსონაჟების შედარება, მნიშვნელოვანი იდეის განსაზღვრა, წაკითხულის რეზიუმირება, ძირითადი ცნებების განმარტებათა ჩამოყალიბება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ახსნა და სხვა. ყველაფერი ეს უკავშირდება წერის უნარის განვითარებასაც. დასამალი არ არის, რომ ხშირად მასწავლებლები მოსწავლეებს აძლევენ დასაწერად თხზულებებს, რომლებიც მათგან მსჯელობას მოითხოვს. იმის გამო, რომ დაწყებით ეტაპზე მოსწავლეებს ჯერ კიდევ არ აქვთ აზრის წერილობით ჩამოყალიბების ჩვევა, მათთვის ასეთი დავალებები ზედმეტად რთულია და ამიტომ მოტივაციაც იკლებს. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა მოსწავლეები მასწავლებლის მიერ კლასში წამოჭრილ საკითხზე საინტერესო აზრებს გამოთქვამენ, მაგრამ როცა იმავე აზრების გამთლიანებასა და წერილობით ჩამოყალიბებაზე მიდგება საქმე, უჭირთ მწყობრი, სტრუქტურირებული მსჯელობა. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება მათ გაგებისა და ანალიზის სქემები აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სქემები მოსწავლეებს წაკითხულის გააზრებასთან ერთად წერისათვისაც ამზადებს. მათთვის წერის დამღლელი და რთული პროცესი სახალისო და შედარებით ადვილად დასაძლევ საქმედ იქცევა. ისინი თანდათანობით, ნელ-ნელა, მათთვის შუმჩნევლად ითვისებენ შინაარსისა თუ მსჯელობის სტრუქტურულ ჩარჩოს. შეიძლება ბევრმა ამაში ერთფეროვნებისა და მსჯელობის შეზღუდვის რისკი დაინახოს, მაგრამ სხვის (ძირითადად უფროსების) მიერ დაწერილისა და საკუთრად გასაღებულის ნაცვლად საწერი დავალებისათვის მოსამზადებლად საწყის ეტაპზე ასეთი ჩარჩოს გამოყენება დასაშვებია. მეტიც -სასარგებლო. გთავაზობთ გაგებისა და ანალიზის მარტივი სქემების რამდენიმე ვარიანტს. მოთხრობის შეჯამება ერთი პერსონაჟის შესახებ ინფორმაციით. ჩვენი მოთხრობა არის _________ შესახებ. ------ არის მნიშვნელოვანი გმირი (მოქმედი პირი) იმიტომ, რომ იგი ცდილობს ---------- მოთხრობა თავდება, როცა ---------- მსგავსი სქემის გამოყენება შესაძლებელია ისტორიული გმირის შესახებ ინფორმაციის შესაჯამებლად. მაგალითად, _________ (გმირის სახელი)______ ისტორიაში შევიდა, როგორც --------------- ჩემი აზრით, მისი ყველაზე დიდი დამსახურება არის ის, რომ ---------- ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ --------------------------------- მნიშვნელოვანი პრობლემისა და მისი გადაჭრის გზის შესახებ. მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ --------------------- ასე ვფიქრობ იმიტომ, რომ --------------------- პრობლემა გადაიჭრება, როცა ---------------------------- და/ან პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუ ------------------- . ტექსტში მოთხრობილი ამბის დროისა და ადგილის განსაზღვრა. ამბავი ხდება (როდის?) ---------------- ასე ვფიქრობ, რადგან _______ სხვა მინიშნებები, რომლებიც გვიჩვენებს, როდის მოხდა ეს ამბავი, არის __ ადგილს, სადაც ხდება მოქმედება, ავტორი აღწერს ამგვარად: ____________ პერსონაჟის დახასიათება. ________ არის მთავარი და მნიშვნელოვანი გმირი ამ მოთხრობაში. _____________ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ___________________ ერთხელ ის _______________ სხვა დროს __________________ მე ვფიქრობ, რომ ______(გმირის სახელი)---------- არის _________ (გმირის ხასიათის თვისება)_______, რადგან პერსონაჟების შედარება. _________ და _________ამ მოთხრობის ორი გმირია. ____(გმირის სახელი) __________ არის ____________ (გმირის ხასიათი/თვისება) ----------------------------- მაშინ, როცა ____________(გმირის სახელი) ------------- არის ___________ (გმირის ხასიათი/თვისება) _______________. მაგალითად, ____(ერთი)____________ ცდილობს ________________ _______(მეორე)_____________, პირიქით, ______________ ორივე არის _________ (საერთო თვისება/თვისებები) ____________ ასეთი სქემის მოდიფიცირებული ვარიანტის გამოყენება შეიძლება ორი მოვლენის / ორი ცნების შესადარებლადაც. ცნობილია, რომ მოსწავლეებს ხშირად ესმით ცნების, ტერმინის არსი, მაგრამ უჭირთ მისი განმარტების ჩამოყალიბება. ამ შემთხვევაშიც ეფექტიანია ასეთი სქემის გამოყენება. მოსწავლეების ინტერესს გაზრდის ისიც, თუ მათ მიერ შევსებული სქემის საფუძველზე ჩამოყალიბებულ განმარტებას ისინი შეადარებენ სახელმძღვანელოში მოცემულ განმარტებას, აღმოაჩენენ მსგავსება-განსხვავებას. კლასში შესაძლებელია რამდენიმე სქემაზე მუშაობა ერთდროულად. სასურველია, თუ მოსწავლეებს დავყოფთ მცირე ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს შესავსებად მივცემთ თითო სქემას. ეს საშუალებას მოგვცემს ტექსტის თითქმის ყველა ასპექტი გავააზრებინოთ მოსწავლეებს და მსჯელობის სხვადასხვა მოდელი მივაწოდოთ. ჯგუფში მუშაობა და სქემის ერთობლივად შევსება იმით არის გამართლებული, რომ მოსწავლეები ერთმანეთში ცვლიან ინფორმაციას, ერთად ეძებენ და პოულობენ შესაბამის სიტყვებს/ცნებებს, არგებენ ფრაზებს მოცემულ ტრაფარეტს. ასეთ დროს კითხვის პროცესი ხდება უფრო საინტერესო და ნაყოფიერი (სქემის შესავსებად მოსწავლეები რამდენჯერმე უბრუნდებიან ტექსტს), მოსწავლეები იყენებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს/ტერმინებს. მათ ადვილად ამახსოვრდებათ არსებითი ინფორმაცია, მნიშვნელოვანი დეტალები ტექსტიდან. მასწავლებლებს შეუძლიათ ამ სქემების მოდიფიცირება, გართულება ან გამარტივება საგნის სპეციფიკის, კლასის დონისა და საგაკვეთილო მიზნის შესაბამისად.
როგორ ვაქციოთ ლიტერატურის კითხვა სახალისო პროცესად | ||||||||||||||||||||||||||
თარიღი: 29 სექტემბერი 2014 | ||||||||||||||||||||||||||
ავტორი: თეო ჭყოიძე | ||||||||||||||||||||||||||
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მოსწავლე; ერთმა მასწავლებელმა გთხოვათ მოთხრობის წაკითხვა და შინაარსის გადმოცემა, მეორემ კი _ წაკითხულის შესახებ მსჯელობის პროცესში მონაწილეობა და საკუთარი აზრის გამოთქმა. რომელი დავალება უფრო საინტერესო იქნება თქვენთვის?
სასწავლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოსწავლეები ხალისით ებმებიან დავალებების შესრულებაში, როდესაც მათ საშუალება ეძლევათ, საკითხით დაინტერესდნენ, ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილონ, პასუხი მოძებნონ, თავისუფალი არჩევანი გააკეთონ, საკუთარი აზრი გამოთქვან და ა.შ.
ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე სტრატეგიას, რომლებიც დაეხმარება მასწავლებელსა და მოსწავლეებს მხატვრული ნაწარმოებების დამუშავებასა და საკითხის შეჯამებაში:
1. უკეთ გავიცნოთ ნაწარმოების პერსონაჟი.
სთხოვეთ მოსწავლეებს, გაიხსენონ შესწავლილი ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟები და ჩამოწერონ დაფაზე, ამის შემდეგ აირჩიონ ერთ-ერთი პერსონაჟი, დაფიქრდნენ და ქვემოთ მოცემული სქემის (იხ. სქემა 1) დახმარებით გაარკვიონ, რა იციან და ახსოვთ მის შესახებ:
სქემა 1.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ სქემის შევსებას, სთხოვეთ წარმოადგინონ შერჩეული პერსონაჟები და იმსჯელონ მათ შესახებ.
2. დავეხმაროთ ნაწარმოების პერსონაჟს პრობლემის მოგვარებაში.
სთხოვეთ მოსწავლეებს, წარმოიდგინონ თავი წაკითხული ლიტერატურული ნაწარმოების ერთ-ერთ პერსონაჟად და საკუთარი გადასახედიდან ჩამოწერონ ყველა ის ძირითადი პრობლემა, რომელიც მის წინაშე დგას.
პრობლემების ჩამოწერის შემდეგ მოსწავლეები უცვლიან ფურცლებს მეწყვილეებს და წერილობით სთავაზობენ თითოეული პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ ან იმავე გზას, რაც ნაწარმოებშია მოცემული, ასევე _ დასაბუთებას, თუ რატომ არის ეს შეთავაზება ეფექტური და შედეგის მომცემი (იხ. სქემა 2).
სქემა 2.
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განიხილეთ შევსებული სქემები.
3. შევქმნათ ნაწარმოების პერსონაჟის სიმბოლო.
სთხოვეთ მოსწავლეებს, წაკითხული ნაწარმოებიდან გაიხსენონ მოქმედი გმირები და ჩამოწერონ დაფაზე; შეარჩიონ ნუსხიდან ერთი პერსონაჟი და შექმნან ისეთი სიმბოლო, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს მას.
მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ პერსონაჟებს, მათ სიმბოლოებს და ასაბუთებენ, რატომ შეარჩიეს კონკრეტული პერსონაჟისთვის ესა თუ ის სიმბოლო, რას დაეყრდნენ მისი შერჩევისას და ა.შ.(იხ. სქემა 3.).
4. დავწეროთ წიგნის ჩვენეული შეფასება.
სთხოვეთ მოსწავლეებს, შეარჩიონ მათთვის სასურველი ნაწარმოები და წაიკითხონ ყურადღებით კითხვის რომელიმე სტრატეგიის გამოყენებით; კითხვის დასრულების შემდეგ კი მოამზადონ და გაუზიარონ კლასს წაკითხულის შესახებ საკუთარი მოსაზრება ქვემოთ მოცემული პუნქტების მიხედვით:
· გააცანით კლასს ნაწარმოების სათაური და ავტორი;
· გაუზიარეთ, რა მოგეწონათ და რა _ არა ნაწარმოებში და რატომ;
· ახსენით, რომელ ნაწარმოებს ან ისტორიას გახსენებთ;
· იმ შემთხვევაში, თუ თანაკლასელებს მის წაკითხვას ურჩევდით, დაასაბუთეთ, რატომ უნდა გააკეთონ ეს, რით არის ღირებული ნაწარმოები, რას შეიძენენ ახალს და ა.შ.
5. შევცვალოთ მოვლენები და შევქმნათ ნაწარმოების ჩვენეული დასასრული.
სთხოვეთ მოსწავლეებს, გაიხსენონ ისეთი დასასრულის მქონე ნაწარმოები, რომლის ფინალის შეცვლასაც ისურვებდნენ; საყვარელი ნაწარმოების შერჩევის შემდეგ დაფიქრდნენ და გადაწყვიტონ, რა უნდათ, რომ მოხდეს ბოლო თავში.
აზრების მოკრებაში მოსწავლეებს ძირითადი მოვლენების გარშემო სიტყვათა ჯგუფის შექმნა დაეხმარებათ. ამისათვის სთხოვეთ მათ, ძირითადი მოვლენა, რომელმაც უნდა შეცვალოს ფინალი, დაწერონ ფურცლის შუაში, გარშემო კი მიუწერონ მთავრი გმირების სახელები და ის მოვლენები, რომლებიც გავლენას მოახდენენ პერსონაჟის ცხოვრებაზე. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები საკუთარ აზრებს მოაწესრიგებენ, სთხოვეთ დაწერონ ნაწარმოების ალტერნატიული ფინალი და გაუზიარონ კლასს (იხ. სქემა 4).
6. გავითავისოთ პერსონაჟები და შევცვალოთ ნაწარმოების დასასრული.
შეარჩიეთ მოთხრობა, რომელსაც საინტერესო დასასრული აქვს. მოსწავლეებთან ერთად მოთხრობის დამუშავება შეწყვიტეთ კულმინაციურ ადგილას და აუხსენით, რომ მათ მიანდობთ ნაწარმოების ფინალის შექმნას. ამისათვის:
· მოსწავლეები დაყავით ჯგუფებად; ჯგუფის წევრთა რაოდენობა სასურველია დაემთხვეს ნაწარმოების პერსონაჟთა რიცხვს;
· დაწერეთ პერსონაჟთა სახელები ფურცლებზე და შექმენით იმდენი ნაკრები, რამდენი ჯგუფიც არის; A
· ნაწარმოების გმირების სახელები თითოეულ ჯგუფში გაანაწილეთ კენჭისყრით. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ჯგუფში ერთნაირი პერსონაჟები უნდა იყოს;
· აუხსენით მოსწავლეებს, რომ ჯგუფის თითოეულ წევრს ევალება დაწეროს, როგორ მოიქცევა პერსონაჟი ნაწარმოების ბოლო მონაკვეთში;
· პერსონაჟის ქმედების ასაღწერად მოსწავლეებს მიეცით სქემები და აუხსენით, რომ სქემის შევსებისას მათ მოუწევთ არა მარტო პერსონაჟის საქციელის გამოგონება, არამედ იმის დასაბუთებაც, თუ რას დაეყრდნენ მისი ამა თუ იმ ქმედების აღწერისას (იხ. სქემა 5);
· სქემების შევსებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ სთხოვეთ ჯგუფის წევრებს, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი ნააზრევი, შეაჯერონ და შექმნან ერთიანი ვარიანტი;
· როდესაც ჯგუფების მიერ ნაწარმოების ბოლო ეპიზოდის ვერსიების წარდგენა დასრულდება, წაუკითხეთ კლასს მოთხრობის დანარჩენი ნაწილი და ერთად იმსჯელეთ ავტორისეული და მოსწავლეების მიერ შექმნილი სხვადასხვა ფინალის შესახებ.
სქემა 5.
7. შევქმნათ ახალი ისტორიები ნაწარმოების გმირების შესახებ.
ნაწარმოების გმირების შესახებ ახალი ისტორიების დასაწერად:
· მოსწავლეებს სთხოვეთ გაიხსენონ წლის განმავლობაში შესწავლილი ნაწარმოებებიდან პერსონაჟები და ჩამოწერონ დაფაზე;
· სთხოვეთ, ნუსხიდან შეარჩიონ ერთ-ერთი გმირი, დაწერონ ფურცლის შუაში მისი სახელი და მიუწერონ, ნაწარმოებიდან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელი თვისებები;
· როდესაც მოსწავლეები დასრულებენ ამ ნუსხის შედგენას, სთხოვეთ, გმირის თვისებების გათვალისწინებით შეადგინონ პატარა ამბავი. აუხსენით მათ, რომ შეუძლიათ პერსონაჟები გადაიყვანონ წარსულ ან მომავალ დროში;
· ურჩიეთ, რომ ამბის წერისას პერიოდულად ჰკითხონ საკუთარ თავს: "ის ამას მართლა ასე გააკეთებდა?”;
· როდესაც მოსწავლეები დაასრულებენ წერას, სთხოვეთ გაუზიარონ საკუთარი ნაშრომები კლასს;
· შესაძლებელია გამოქვეყნდეს კლასის ანთოლოგიაც.
8. მოვამზადოთ საყვარელი წიგნის რეკლამა.
სთხოვეთ მოსწავლეებს, გაიხსენონ მათთვის საყვარელი ის ნაწარმოებები, რომლებიც წლის განმავლობაში გაიარეს; ნუსხიდან შეარჩიონ ერთი და წარმოიდგინონ, რომ მის სარეკლამო კამპანიას ხელმძღვანელობენ. ამის შემდეგ გააცანით მოსწავლეებს დავალება. ქვემოთ მოცემული პუნქტების მიხედვით მათ სამწუთიანი სატელევიზიო რეკლამა უნდა დაგეგმონ:
· ჩამოაყლიბეთ რეკლამის მიზანი;
· განსაზღვრეთ, ვინ იქნება სამიზნე ჯგუფი (ასაკი, სქესი, პროფესია და სხვ.);
· დახატეთ რეკლამის თითოეული სცენა ან წერილობით გადმოეცით მისი მონახაზი;
· გადაწყვიტეთ, ვინ წარადგენს რეკლამას (ცნობილი ადამიანი, მულტფილმის პერსონაჟი და სხვ.);
· დაწერეთ რეკლამის ტექსტი.
სამუშაოს დასრულების შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს, გააცნონ კლასს მათ მიერ მომზადებული რეკლამები.
როგორც ვხედავთ, განხილული სტრატეგიები სასარგებლოა არა მხოლოდ მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად, არამედ შემოქმედებითი აზროვნებისა და ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებისთვის, როგორიც არის ანალიზი, სინთეზი, შეფასება, არგუმენტირება და ა.შ.
https://www.google.com/maps/d/viewer?mid=zcWY7_2X8gxg.kS_C1-YM28d0&usp=sharing |
No comments:
Post a Comment